30 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია - საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში "1917-მა" გაიმარჯვა

ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსის 77-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. უცხოური პრესის ასოციაციამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები 25 ნომინაციაში გამოავლინა.

საუკეთესო მხატვრული ფილმი "1917" გახდა, საუკეთესო მინი-სერიალის ნომინაციაში კი "ჩერნობილმა" გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო "ბევერლი ჰილსში" გაიმართა. ოქროს გლობუსს ხშირად "ოსკარის" დაჯილდოების რეპეტიციას უწოდებენ.

ფილმი "1917" - დრამატული ფილმის კატეგორიაში ოქროს გლობუსის გამარჯვებული გახდა. ინგლისელი რეჟოსორის, სემ მენდესის დრამამ 2 ნომინაციაში გაიმარჯვა. სურათმა ოქროს ქანდაკება საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის კატეგორიებში მოიპოვა.

წლის ორიგინალური სცენარის ნომინაციაში გამარჯვება "ერთხელ ჰოლივუდშიმ" მიიღო. ვენტინ ტარანტინოს ფილმი წლის კომედიური ჟანრის ფილმის კატეგორიაშიც გამარჯვებულია.

როგორც მოსალოდენელი იყო ფილმ "ჯოკერის" მთავარი როლისთვის ხუაკინ ფენიქსი წლის საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

კატეგორიაში წლის მსახიობი ქალი კი ჯუდი გერლანდის როლისთვის რენე ზელვეგერი გახდა.

მუსიკალურ ან კომედიურ ფილმებში ქალისა და მამაკაცის როლებისთვის ჯილდოები მიიღეს აკვაფინამ ფილმისთვის "დამშვიდობება" და ტაარონ ეგერტონმა ელტონ ჯონის განსახიერებისთვის ფილმში "როკეტმენი".

ოქროს გლობუსზე მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის ჯილდო მიიღო ბრედ პიტმა, მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ლორა დერნმა მოიპოვა.

მინი სერიალების კატეგორიაში ჯილდო ხვდა "ჩერნობილს"​. ანიმაციების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა "დაკარგული რგოლი". წლის საუნდტრეკისთვის კი ჯილდო მიიღო ელტონ ჯონმა.

სანამ ჰოლივუდის ვარსკვლევები ბევერლი ჰილტონის დარბაზში გადაინაცვლებდნენ, ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე გაიარეს. ოქროს გლობუსის მფლობელების გარდა არანაკლებ ყურადღების ქვეშ ვარსკვლების ჩაცმულობა მოექცა. საზეიმო ცერემონიაზე წითელი, შავი, ყვითელი და თეთრი ფერი დომინირებდა. ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი, ნიკოლ კიდმანი და კერი ვაშინგტონი მოდის ექსპერტების რჩეულები გახდნენ.

ყველაზე ეპატაჟური სამოსით წელს საზოგადოების წინაშე ბილი პორტერი წარსდგა. მსახიობი წითელ ხალიჩაზე ალექს ვინაშის ბუმბულებიანი სამოსით მივიდა.

ოსკარის გენერალურ რეპეტიციად წოდებული ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალი მსახიობ რიკი ჯერვეის მიჰყავდა. რიგით 77-ე დაჯილდოება ტრადიციულად ლოს ანჯელესში, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გაიმართა.

დღის ამბები