თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გააგზავნა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. მისი თქმით, თურქეთის მიზანი ლიბიაში კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერაა.
თურქეთის პრეზიდენტს სამხედრო დახმარება ლიბიის ხელმძღვანელობამ სთხოვა, რომელიც რამდენიმე წელია ამბოხებულებს ებრძვის.
შეგახსენებთ, 2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ, ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, ქვეყნის დედაქალაქში კი, გაეროსა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილი ეროვნული თანხმობის მთავრობაა.