30 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
რუსთავში წლინახევრის გოგონა გარდაიცვალა

რუსთავში წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს.

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ექსპერტიზა. მცირეწლოვანის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი სწორედ ექსპერტიზის საფუძველზე, სავარაუდოდ, 2 კვირაში გახდება ცნობილი. 

დღის ამბები