ლოს-ანჯელესში დღეს "ოქროს გლობუსის" 77-ე დაჯილდოება გაიმართება. მას ხშირად "ოსკარის" დაჯილდოების რეპეტიციას უწოდებენ.
სასტუმრო "ბევერლი ჰილსში" წითელ ხალიჩაზე ამერიკის კინოსამყაროს ვარსკვლავები გაივლიან. ცერემონიას წელს ცნობილი ინგლისელი კომედიანტი რიკი ჯერვეისი გაუძღვება.
პრიზის ნომინანტებს შორის არიან ბრედ პიტი, სკარლეტ იოჰანსონი ჯენიფერ ენისტონი, ლეონარდო დიკაპრიო, შარლიზ ტერონი, ალ პაჩინო და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები. ოქროს გლობუსის 34 ნომინაციაში წარდგენილია ამერიკული კომპანია "ნეტფლიქსი", "ეიჩბიოუს" უფრო ნაკლები 15 ნომინაცია შეხვდა.
საუკეთესო ფილმების პრიზისთვის იბრძოლებს "ჯოკერი", "ირლანდიელი", "1917", "ორი მამა" და "ქორწინების ისტორია", რომელიც წლევანდელი წლის რეკორდსმენია. ფილმი 6 ნომინაციაშია წარდგენილი.
კვენტინ ტარანტინოს ფილმი "ერთხელ ჰოლივუდში" მხოლოდ 5 ნომინაციისთვის იბრძოლებს.
გამარჯვებულებს "ოქროს გლობუსით" ჰოლივუდის საერთაშორისო პრესის ასოციაცია აჯილდოებს.