30 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
"დაძაბულობა პიკს მიაღწევს, თუმცა ფართომასშტაბიანი კონფრონტაციის საფრთხე არ არსებობს" - ქართველი ექსპერტები ირან - აშშ-ს ურთიერთობაზე

"დაძაბულობა პიკს მიაღწევს, ინციდენტები გაგრძელდება, თუმცა ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფრონტაციის საფრთხე არ არსებობს" -  შეერთებული შტატებისა და ირანის სამომავლო ურთიერთობებს ქართველი ანალიტიკოსები სწორედ ასე ხედავენ.

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე აღნიშნავს, რომ პროცესებში საქართველოს ჩართვა კატეგორიულად გამორიცხულია.

პირდაპირი და ირიბი შეტაკებების გაგრძელებას ორ ქვეყანას შორის ვარაუდობს ეკა აკობიაც.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის თქმით, მსგავსი სიტუაცია, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს.

რაც შეეხება საქართველოს - აკობიას განცხადებით, ოფიციალური თბილისი თანმიმდევრულ საგარეო კურსს უნდა მიჰყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისისთვის, ამ ეტაპზე, საფრთხე თითქმის ნულის ტოლია - პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

დამაიმედებელია სამხედრო საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების პროგნოზიც. ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე შტატებს არ განუხორციელებია ცვლილება თავდაცვის ბიუჯეტში.

ირანი კი მუქარის ტონის პარალელურად დახმარებისთვის გაეროს მიმართავს.

ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები ერთმანეთთან ულტიმატუმის რეჟიმში განაგრძობენ საუბარს.

პარალელურად ამერიკა სამხედრო კონტინგენტს ზრდის და ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 ჯარისკაცს აგზავნის.

დღის ამბები