ერაყის პარლამენტი ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანას მოითხოვს, BBC-ს ინფორმაციით, შესაბამისი რეზოლუცია საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
გადაწყვეტილების მიზეზი ბაღდადში აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლა გახდა.
ამასთან, ერაყელმა პარლამენტარებმა მოითხოვეს, აეკრძალოთ უცხოელ სამხედროებს ერაყის სახმელეთო ტერიტორიის, საჰაერო და საზღვაო სივრცეების გამოყენება.
ერაყში ამ დროისთვის 5 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.
ყასემ სოლეიმანის ირანში გადასვენებამდე მის სამგლოვიარო პროცესიას ათასობით ერაყელი დაესწრო.
ამავე თემაზე - რა ხდებოდა ირანში, როდესაც სოლეიმანის ცხედარი სამშობლოში გადაასვენეს - ფოტოები აჰვაზიდან