30 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
დედაენის ბაღში, სადაც ფლიმარკეტი გაიმართა, მერიის წარმომადგენლებს აქტივისტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

დედა ენის ბაღში აქცია და ფლიმარკეტი გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა გარემოვაჭრეებს, რომლებმაც მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის ნიშნად, პარლამენტთან საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ მერიის უსაფრთხოების წარმომადგენელი დედა ენის ბაღში მივიდა და შეკრებილებს უთხრა, რომ იქ ვაჭრობის უფლება არ აქვთ.

აღნიშნულის გამო კი მერიის წარმომადგენელს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი სიტყვიერად დაუპირისპირდა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, გარემოვაჭრეებს ყველამ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს.

"ამ ადამიანებმა გვაჩვენეს წარმოუდგენელი სამოქალაქო გმირობა. უბრალოდ, იმისთვის, რომ ღირსება არ შელახვოდათ, უარი თქვეს სასიცოცხლო შემოსავალზე. ხელისუფლება მათ ჩაგრავს, აჯარიმებს, აშინებს და ყველას ვალია, ჩემი აზრით, რომ ამ ადამიანებს დაუდგეს გვერდით," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ახალი წლის დღეებში, საქალაქო სამსახურებმა გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედნის ტერიტორია დაატოვებინეს და პარლამენტის წინ განლაგებულ დახლებზე გადასვლა მოსთხოვეს, რაზეც მათმა ნაწილმა უარი თქვა.

დღის ამბები