საპრეზიდენტო აჩევნების მეორე ტური იმართება ხორვატიაში. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა.
პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის - ქვეყნის მომქმედი ლიდერი კოლინა გრაბატ-კიტაროვიჩი და ოპოზიციური "სოციალ დემოკრატიული პარტიის" წევრი ზორან მილანოვიჩი.
მილანოვიჩი ქვეყნის ევროზე გადასვლის და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის მომხრეა. მოქმედი პრეზიდენტი კი მოქალაქეებს სოციალური პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება.
ხორვატიაში არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც წინა არჩევნებში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა