30 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
მამა ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით საპატრიარქოს მიმართ კითხვები არ უნდა არსებობდეს

საპატრიარქოში აცხადებენ რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის გასათავისუფლებლად მათი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, საპატრიარქო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული კითხვები საპატრიარქოს მისამართით არასწორია.

"ისმის არასწორად დასმული შეკითხვები ჩვენი მისამართით. გამახსენდა, რომ 2015 წელს პატრიარქი როდესაც დაესწრო პატიმრების მიერ დადგმულ ერთ-ერთ სპექტაკლს, მას ჰქონდა ასეთი შეკითხვა, ხომ არ შეიძლება პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების უფლება. საშინელ ქარ-ცეცხლში გაატარეს ეკლესია, იყო გამონათქვამები, რომ თეოკრატიას ითხოვს საპატრიარქო და ასე შემდეგ, რომ ეს არის დემოკრატიის დასასრული და დაიქცა ქვეყანა. პატრიარქისთვის ვინმეს რომ მიენიჭებინა პატიმრების შეწყალების უფლება, მაშინ დღეს საპატრიარქოსადმი დასმული ეს შეკითხვა ახლოს იქნებოდა რეალობასთან," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები