სუდანში ავიაკატასტროფა მოხდა. დარფურის რეგიონში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა.
დაღუპულებს შორის 4 ბავშვია. ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი და 11 მგზავრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.