30 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
სპარსეთის ყურეში კიდევ ერთ ომს მსოფლიო ვერ გადაიტანს - გაეროს წარმომადგენელი აშშ-ირანის კონფლიქტზე

"შეერთებულმა შტატებმა გენერალ ყასიმ სულეიმანის მოკვლით ირანს ომი გამოუცხადა" - ასე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ, "ქუდსის" ლიდერის ​ ყასიმ სულეიმანის ლიკვიდაციას.

"ომი ჯერ კიდევ ეკონომიკური სანქციებით შემოღებით დაიწყო აშშ-მა, ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალებს თითქოს გუშინ ღამით არაფერი მომხდარა. ამისთვის სასტიკად ვიძიებთ შურს, თუმცა დეტალებზე არ ვისაუბრებ. ყოვლად მიუღებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ირანის გავლენიანი გენერლის მოსაკლავად სუვერენული სახელმწიფოს - ერაყის ტერიტორია გამოიყენა," - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღეს, ბაღდადში გენერალ ყასიმ სულეიმანს და ამერიკული თავდასხმის დროს გარდაცვლილ ერაყის პოლიციის მეთაურს ეთხოვებიან. სამგლოვიარო პროცესს ათასობით ადამიანი დაესწრო. სულეიმანის ცხედარს ირანში გადაასვენებენ, დღეს იქ "ქუდსის" ლიდერის ლიკვიდაციის გამო, საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები შურისძიებას ითხოვენ. ოფიციალური თეირანი კი, თავდასხმაზე საპასუხოდ ემზადება.

საერთაშორისო საზოგადოება შეერთებული შტატების საჰაერო თავდასხმებს ეხმაურება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ერაყში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, გაეროს გენერალური მდივანი კი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში კიდევ ერთ ომს მსოფლიო ვერ გადაიტანს. 

"გაეროს გენერალური მდივანი სპარსეთის ყურეში დეესკალაციის პროცესს მუდმივად მხარს უჭერდა. ის ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ღრმად შეშფოთებულია. ლიდერები ფრთხილად უნდა იყვენენ და მაქსიმალურად შეიკავონ თავი ვითარების გამწვავებისგან. მსოფლიო სპარსეთის ყურეში კიდევ ერთ ომს ვერ გაუმკლავდება," - ასე გამოეხმაურა აშშ-ირანს შორის განვითარებულ მოვლენებს, გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილე, ფარჰან ჰაქი.

დღის ამბები