პერუში მდინარეების ადიდებამ წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად რამდენიმე ასეული საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. განსაკუთრებული ზიანი ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებს მიადგა.
წყალდიდობის გამო პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ადამიანები დატბორილი სახლების დატოვებას ვერ ახერხებენ.