30 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
აშშ და ირანი დაპირისპირების ზღვარზე

ისლამური სამყარო გენერალ სოლეიმანისთვის შურს იძიებს - მუქარის გზავნილი ირანის რევოლუციური გვარდიის სპიკერმა გააჟღერა. მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანელი გენერლის მკვლელობა გახდა.

მომხდარის გამო თეირანში სხვა მკაცრი განცხადებებიც გაკეთდა. შტატებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერი აითოლა ალი ჰამენეი, რომელიც ანტიამერიკული განცხადებებითაა გამორჩეული. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.

ჯავად ზარიფის განცხადებით, ავანტიურიზმის ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ვაშინგტონს ეკისრება.

მაშინ, როდესაც შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა, საფრანგეთმა მზადყოფნა გამოთქვა მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისროს.

ოფიციალური მოსკოვი კი ვითარების ესკალაციაში აშშ-ს ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ძალთა ბალანსის დარღვევას ცდილობს.

შტატებს მხარდაჭერას უცხადებს გერმანია. ბერლინში მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონის იერიში ირანის პროვოკაციაზე საპასუხო ნაბიჯია.

შტატების საჰაერო იერიშს ბაღდათის აეროპორტზე წინ უძღოდა ერაყელი დემონსტრანტების თავდასხმა შტატების საელჩოზე.

ვაშინგტონმა თავიანთ დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმის წახალისებაში თეირანი დაადანაშაულა. შეერთებულმა შტატებმა საელჩოს დასაცავად ერაყში დამატებითი ძალები უკვე გაგზავნა.

დღის ამბები