30 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
"დიდი სცენის" მეორე ეტაპი 5 იანვარს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლებს

"რუსთავი2-ის" მუსიკალური პროექტი "დიდი სცენა" შესარჩევი ტურების შემდეგ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლებს.

შერჩეული 10 ფინალისტი პირველ კონცერტზე უცხოურ და ქართულ სიმღერებს შეასრულებს. თითოეული მათგანისთვის საგულდაგულოდ შერჩეული რეპერტუარი, მონაწილეების ვოკალურ თუ სასცენო შესაძლებლობებს საუკეთესოდ წარმოაჩენს.

10 მონაწილიდან, კონცერტის ბოლოს გამოვლინდება 2 აუთსაიდერი, თუმცა ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც 10-ივე მონაწილე შემდეგ ტურში გადაინაცვლებს.

ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული პროექტი "დიდი სცენა" 5 იანვარს, "რუსთავი2-ის" პირდაპირ ეთერში ზუსტად 10 საათზე დაიწყება.

დღის ამბები