ინდონეზიაში წყალდიდობას უკვე 43 ადამიანი ემსხვერპლა. დატბორილია ქუჩები, გზებზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია.
ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
წყალდიდობის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სტიქიის გამო ევაკუირებუილია 400 ათასი ადამიანი.