პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი.
2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა დედაქალაქის გარეუბანში ერთ-ერთ პარკთან მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალა.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელს ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია