30 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
"ეს მუცელღორა ხელისუფლება ისეთ მადაზეა, ბიბლიურ მეორედ მოსვლამდე არაფერს შეცვლიან" - გიგლა ბარამიძე

"ეს მუცელღორა ხელისუფლება ისეთ მადაზეა, ბიბლიურ მეორედ მოსვლამდე არაფერს შეცვლიან," - ეს განცხადება "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივანმა გიგლა ბარამიძემ გააკეთა. 

ბარამიძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - პროპორციული საარჩევნო სისტემა ან ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ რეალობაზე მორგებული ვერსია. 

"ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, აუცილებლად პროპორციული არჩევნები ან მეორე ვარიანტი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, ქართულ რეალობას მორგებული და გულყრა დაემართათ, რადგან არ იციან, რა პასუხი გაგვცენ," - აცხადებს გიგლა ბარამიძე. 

შეგახსენებთ, ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მორიგი რაუნდისთვის ემზადება. საარჩევნო წელი დაიწყო და საარჩევნო სისტემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ყველაზე მწვავე და მთავარ საკითხად რჩება. მიუხედავად გასული წლის ბოლოს გამართული მოლაპარაკებების 4 რაუნდისა, შეთანხმება ამ დრომდე არ ხერხდება. 

დღის ამბები