30 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
წნორში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

წნორში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი, ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლული ქალი შშმ პირი იყო და   დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა.

მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებული ხშირად მოდიოდა გარდაცვლილ ქალთან სტუმრად, მათივე თქმით, პოლიცია გარდაცვლილის დამ გამოიძახა და სწორედ ამის შემდეგ გახდა მაცხოვრებლებისთვის ცნობილი, რომ ქალი გარდაცვლილი იყო.

პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე უკვე დააკავა, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, წნორში დისშვილმა დეიდა მოკლა. ფულის გამოძალვის მიზნით, ბრალდებულმა ქალს შეშის ნაჭერი ჩაარტყა,  მიყენებული ჭრილობით ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

დღის ამბები