30 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაწყებულია

გუდაურსა და ბაკურიანში წყლის მიწოდების შეფერხების აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუშაობს. პრობლემა ზამთრის სეზონზე წყლის დებეტის კლებამ და გაზრდილმა მოხმარებამ გამოიწვია.

ორდღიანი მუშაობის და რეზერვუარების შევსების შემდეგ ბაკურიანს წყალი უკვე სტაბილურად მიეწოდება, გუდაურში კი დეფიციტის შევსებას სპეციალისტები უახლოეს საათებში ვარაუდობენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ტურისტულ ლოკაციაზე წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაწყებულია.

პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული სისტემები, რაც სეზონურ პრობლემებს სრულად მოაგვარებს.

დღის ამბები