თურქეთი სირიელ ლტოლვილთა ახალ ნაკადს არ შეიფარებს - განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ იდლიბის რეგიონიდან თურქეთის მიმართულებით დამატებით 250 000-მდე ადამიანი უკვე მიემართება.
სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის დახმარებით იდლიბის რაიონს ინტენსიურად ბომბავს. კონფლიქტის რეგიონი უკვე ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა.