ინდონეზიაში წყალდიდობას უკვე 43 ადამიანი ემსხვერპლა. დატბორილია ქუჩები, გზებზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. წყალდიდობის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სტიქიის გამო ევაკუირებულია 400 ათასი ადამიანი.