30 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
განსაკუთრებული სიმამაცისთვის 15 მეხანძრე-მაშველი დააჯილდოვეს - ღონისძიებაზე ახალი სახანძრო მანქანების პრეზენტაციაც  მოეწყო

საგანგებო სიტუაციაში გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის 15 მეხანძრე-მაშველი დააჯილდოვეს. განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი ლევან ოღაძე, რომელიც 2019 წლის 12 მარტს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯილდო მის შვილს, 6 წლის სანდრო ოღაძეს გადაეცა.

ღონისძიებაზე მოეწყო ახალი სახანძრო მანქანების პრეზენტაციაც, 30 ახალი გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება.

დღის ამბები