30 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
პერევი-ქარზმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა

რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ საჩხერეში, პერევი-ქარზმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უკვე ახერხებენ. მათი თქმით, რამდენიმედღიან იზოლაციას განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა ბევრ ადამიანს სურდა ახლობლებთან დღესასწაულზე გადმოსვლა, რაც ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ საოკუპაციო რეჟიმმა, საახალწლო დღესასწაულების გამო, ერთადერთი ე.წ გამშვები პუნქტი 30 დეკემბერს  დაკეტა.

დღის ამბები