30 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
საჰაერო იერიში სირიაში - დაღუპულია 8-ზე მეტი ადამიანი

სირიაში საჰაერო იერიშის შედეგად, 8-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვებიც. 20-მდე ადამიანი კი დაშავდა.

სირიის სამთავრობო ჯარმა იერიში იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფარზე მიიტანა. თავდასხმა იდლიბის პროვინციაზე განხორციელდა, სადაც ასადის რეჟიმი აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებს.

იდლიბის პროვინცია ერთადერთია, რომელსაც ოპოზიცია ამ დრომდე აკონტროლებს. რეგიონი კონფლიქტის გამო, ბოლო პერიოდში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა.

დღის ამბები