შეერთებულმა შტატებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
დაღუპულია ირანული ელიტური ქვედანაყოფის "ქუდსის ძალების" ლიდერი გენერალ-მაიორი ყასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.
პენტაგონის განცხადებით, იერიშის მიზანი ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენცია იყო.
მომხდარს ირანის საგარეო უწყებაშიც გამოეხმაურნენ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ამერიკის სარაკეტო იერიშს, საერთაშორისო ტერორიზმი და მოვლენათა საშიში ესკალაცია უწოდა.