30 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
რა უნდა ჩაიცვათ 2020 წელს - ქართველი დიზაინერები მოდის ახალ ტენდენციებზე

რა უნდა ჩაიცვათ 2020 წელს, რომ პასუხობდეთ თანამედროვე მოდის ტენდენციებს. როგორც აღმოჩნდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ტრენდულია საქართველოში დამზადებული სამოსი.

ავთანდილ ცქვიტინიძის თქმით, შეიცვალა სამოსის სილუეტი, მიუხედავად იმისა რომ ისევ რჩება ფართო მხრები, წელი ახალ სამოსში უკვე გამოკვეთილი უნდა იყოს. ცქვიტინიძის თქმით, მოდაში შემოდის ნატურალური ტონალობები: ყავისფერი, ბორდოსფერი, აგურისფერი, კანისფერი, წყლისფერი. დიზაინერის თქმით, ინდივიდუალიზმი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანში.

დიზაინერი აკა ნანიტაშვილი ამბობს, რომ წელს მოდაშია რაც შეიძლება მეტი ბრჭყვიალები, თვლები, ნაქარგები.  რაც შეეხება სილუეტს ნანიტაშვილის თქმით, წელს ისევ რჩება შერეული სტილი. მაგალითად ფართო პიჯაკები და ვიწრო კაბები. ფერები რუხი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი

დღის ამბები