30 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
როგორ ხვდებიან დღესასწაულებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - საშობაო სიმღერები და ტრადიციები რეგიონებში

საშობაო სიმღერებით და საახალწლო განწყობით იწყება ახალი წლის აღნიშვნა კახეთში ბეროზაშვილების ოჯახში.

აქ ტრადიცია უცვლელია. ანსამბლ "გურჯაანის" წევრები ქართულ სამოსში იმოსებიან და მასპინძლის ოჯახს ახალ წელს სიმღერით ულოცავენ.

კახური სუფრა, გამორჩეული იუმორის გარეშე ძნელად წარმოსადგენია. თელავსა და გურჯაანს შორის პაექრობას ვერც საახალწლო სუფრაზე ივიწყებენ.

ვიდრე საახალწლო სუფრაზე ახალი წლის აღნიშვნა გრძელდება ოჯახის დიასახლისის მთავარი საზრუნავი კახური ნუგბარის მომზადებაა.

ჩურჩხელების ამოვლების მცდელობა "კურიერის" გადამღები ჯგუფისთვის წარმატებით დასრულდა.

ახალ წელს საქართველოს ყველა კუთხეში თავისებურად აღნიშნავენ. ამ მხრივ გამონაკლის არც გურიაა.

ახალ წლის სუფრაზე შარაშიძეები განსაკუთრებულ ადგილს საკუთარი ხელით დაწურულ ღვინოს ანიჭებენ. 

განსაკუთრებული რიტუალით ძველით ახალი წელი იგივე კალანდობა გურიაში აღინიშნება.

ავტორი:ნათია წითელაური

დღის ამბები