გერმანიაში, ქალაქ კრეფელდის ზოოპარკში ცეცხლს 30-მდე ცხოველი ემსხვერპლა. ზოოპარკის დირექტორის ინფორმაციით, მხოლოდ ორი შიმპანზეს გადარჩენა მოხერხდა. შემთხვევა პირველ იანვარს მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით ხანძრის გამომწვევი მიზეზი ცაში გაშვებული ფრანი გახდა. დეტალებს გამოძიება დაადგენს.