იტალიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ მძარცველები ქალაქ ფაზანოში სუპერმარკეტის ავტოსადგომზე მას შემდეგ აიყვანეს, რაც ავტომანქანაში მოპარული პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები აღმოუჩინეს.
ნაძარცვი პოლიციამ მფლობელებს დაუბრუნა.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. სტატიის მიხედვით, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა. მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა დაეკისრათ. ოთხივე პირმა ქვეყანა 7 დღეში უნდა დატოვოს.