30 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
6 წლის ნიკუშას, რომელიც სოფელ ნამონასტრევის ერთადერთი მოსწავლეა, ახალი წელი შსს-მ მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კი ქედის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ნამონასტრევში 6 წლის ნიკუშა თურმანიძეს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.

პატარა ნიკუშა სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთი მოსწავლეა, ის პოლიციელობაზე ოცნებობს.

კონსტანტინე ანანიაშვილმა ბავშვს, სხვა საჩუქრებთან ერთად, პოლიციელის ფორმა გადასცა და პოლიციის ავტომანქანით გაასეირნა.

დღის ამბები