30 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ახალი წლის დღეებში პიროტქენიკით 81 ადამიანი დაშავდა - 10 წლის ბავშვს თითების ამპუტაცია დასჭირდა

31 დეკემბრისა და პირველი იანვრის პიროტექნიკით 81 ადამიანი დაზიანდა. 112-ში კი საქართველოს მასშტაბით, 124 ზარია შესული. ახალი წლის დღეებში 8 ბავშვი შეიყვანეს იაშვილის სახელობის კლინიკაში, მათგან ერთი გაწერეს. ერთ-ერთ დაშავებულ მცირეწლოვანს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

"ჩვენ კლინიკაში რჩება 7 პაციენტი, ერთი გაეწერა. ყველაზე მძიმედ არის ბიჭუნა 10 წლის, რომელსაც ჰქონდა დაზიანება ორივე მტევნის არეში. ერთ ხელზე ამპუტაცია გახდა საჭირო,  მეორეზე შევეცადეთ ნაწილობრივ ამპუტირებული თითების აღდგენას,"- განაცხადა ბავშვთა ქირურგმა თინათინ ანთაძემ.

დღის ამბები