30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ვულოცავ ახალ წელს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ შევქმნით საერთო მომავალს - გიორგი გახარია

ახალი წელი ქართველ მოსახლეობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიულოცეს. 

"განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის მსახურობენ. ასევე, მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ოკუპაციის პირობებში ყოფნა. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ურყევი რწმენით, რომ ჩვენ შევქმნით საერთო მომავალს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი, საახალწლო მილოცვაში, საზოგადოებას სხვადასხვა საქმის გამო, მადლობა გადაუხადა.

"მადლობა მათ, ვინც ღირსეულად წარმოადგინეთ საქართველო ქვეყნის გარეთ, ვინც ობიექტურად აშუქებდით მოვლენებს, მადლობა, ვინც შეინახეთ და გაამდიდრეთ კულტურა, ხელოვნება და მეცნიერება, ვინც იცავდით გარემოს და დარგეთ ერთი ნერგი მაინც. მადლობა ქველმოქმედებისთვის, მადლობა მათ, ვინც რწმენითა და ლოცვით აძლიერებდით ჩვენს სამშობლოს," - ასე მიულოცა არჩილ თალაკვაძემ, მოსახლეობას ახალი 2020 წელი.

დღის ამბები