30 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
გრანდიოზული ფოიერვერკი და დაუვიწყარი სანახაობა - ახალი წელი მსოფლიოს ქალაქებში

ახალი წელი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე განსხვავებულ დროს დადგა. 2020 წელი პირველად შობის კუნძულზე იზეიმეს. ახალ წელს პირველები შეხვდნენ ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ კორეაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ტაილანდსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.  

ახალი წლის ღამეს, ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სანახაობა გაიმართა ნიუ-იორკში. მეგაპოლისის ცენტრში მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც ერთად გააცილეს 2019 და 2020 წელს შეხვდნენ. 

თაიმს სქვერზე ბროლის ბურთი დაუშვეს, გაიმართა ფერადი ქაღალდების შოუ. ახალი წლის ამ ფორმით აღნიშვნის ტრადიცია 1907 წლიდან იღებს სათავეს. 31 დეკემბრის ღამე საკმაოდ ცივი იყო ნიუ-იორკში. 

ნიუ-იორკისგან განსხვავებით, ცხელი ახალი წლის ღამე იყო ბრაზილიაში. ახალ 2020 წელს 3 მილიონზე მეტი ადამიანი რიო დე ჟანეიროში კოპაკაბანას პლაჟზე ერთად შეხვდა. სადღესასწაულოდ ბრაზილიაში მილიონობით ტურისტი ჩადის. რიოში ზღაპრული სანახაობა გაიმართა, რა დროსაც 17 ტონამდე ფოიერვერკი გამოიყენეს.

გერმანიაში ბრანდერბურგის კარიბჭესთან შეხვდა 2020 წელს ათასობით ადამიანი. კილომეტრნახევრიანი ზონა ხალხით იყო სავსე, ბერლინის პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაკეტა.

გრანდიოზული სანახაობით შეხვდა 2020 წელს საფრანგეთი. პარიზში ათასობით ადამიანი ელისეის მინდვრებსა და ტრიუმფალურ თაღთან შეიკრიბა. გაიმართა ლაზერ შოუ და ფოიერვერკების ზღაპრული სანახაობა.

2-წლიანი პაუზის შემდეგ, ბრიტანელებს ახალი წლის დადგომა წელს ბიგ-ბენის საათმა ამცნო. გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში 2020 წელს გამორჩეული და მასშტაბური სანახაობით შეხვდნენ.

ტრადიციულად განსაკუთრებული და ყველაზე გამორჩეული სანახაობა გაიმართა დუბაიში.

დღის ამბები