30 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
"როდესაც ხალხი 31 დეკემბერს გამოდის გასაპროტესტებლად, ეს უკვე ნიშნავს ამ სისტემის დასასრულს,“ - ზაალ უდუმაშვილი

მოსახლეობის ნაწილი ახალ წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, კონცერტზე შეხვდა, ნაწილი კი - პარლამენტის შენობასთან. ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დილიდან აპროტესტებდნენ კარვების აღებას და ქალაქის მთავარ გამზირზე საბავშვო ატრაქციონების დადგმას, ღამით რუსთაველზე იყვნენ შეკრებილები.

მათ ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს და სოლიდარობა გამოუცხადეს იმ მოქალაქეებს, რომელთა კარვებიც საქალაქო სამსახურებმა 31 იანვარს დილით აიღეს.

“ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უაზრო ძალადობა ხელისუფლების მხრიდან, შვილმკვდარი მამები აყარეს. კიდევ კაი, ის ზვიგენები მაინც წაიღეს აქედან. ჩვენ ყველანი, ნახევარი საქართველო მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის,“ - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა.

ზაალ უდუმაშვილი კარვების აღებას და 31 დეკემბერს მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლას პროტესტის მიზნით, სისტემის დასასრულის მოახლოებას უწოდებს. 

"ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ხალხი გამოიყვანა ქუჩაში არა იმისთვის, რომ ეზეიმა და ახალ წელს შეხვედროდა, არამედ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოეხატათ იმ ხალხის მიმართ, რომელთა კარვებიც უმოწყალოდ აიღეს აქედან და წაიღეს. ეს არის სიტემის დასასრული, რაც აქ ხდება. როდესაც ხალხი 31 დეკემბერს გამოდის გასაპროტესტებლად, ეს უკვე ნიშნავს ამ სისტემის დასასრულს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები