30 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
საახალწლო განწყობა რესპუბლიკის მოედანზე - საშობაო სოფელში გალა კონცერტისთვის ემზადებიან  

ახალი წლის დადგომის მოახლოებასთან ერთად, საზეიმო განწყობა სულ უფრო მატულობს. ერთ-ერთ სადღესასწაულო ლოკაციაზე, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ საშობაო სოფელში გალა კონცერტისთვის ემზადებიან, სადაც მოქალაქეები ნელ-ნელა იკრიბებიან.

მოედანზე გალა კონცერტი 2 საათში დაიწყება, ქართველი მომღერლები უცხოელი ვარსკვლავების იმიჯს მოირგებენ და ყველასათვის საყვარელ და ცნობილ მუსიკალურ ჰიტებს შეასრულებენ.

სავარაუდოდ, ამავე სცენიდან მიულოცავს ახალ 2020 წელს მოსახლეობას დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

დღის ამბები