30 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილმა წეროვანის დევნილთა დასახლებაში მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი მიულოცა

ქეთევან ციხელაშვილმა, წეროვანში დევნილთა დასახლებაში, ბაშარულების მრავალშვილიან ოჯახს ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან საჩუქრები, ახალგორის რაიონიდან დევნილმა, კიდევ 21-მა მრავალშვილიანმა ოჯახმა მიიღო.

 "მე დღეს წეროვანიდან გილოცავთ, იმ დასახლებიდან სადაც დევნილობაში მყოფი ჩვენი მოსახლეობა ძირითადად ახალგორიდანაა და სიმბოლურად ვესტუმრე ბაშარულების მრავალშვილიან ოჯახს და ყველა ახალგორიდან დევნილ ყველა მრავალშვილიან ოჯახს ვულოცავ ახალ წელს,"- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. 

ქეთევან ციხელაშვილმა, წეროვანის დევნილთა დასახლებიდან ახალი წელი მიულოცა ახალგორელებსაც, რომლებიც მეოთხე თვეა ე.წ.ი გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და ოჯახის წევრებთან შეხვედრას დღესასწაულზეც კი ვერ ახერხებენ.

დღის ამბები