30 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
სამზადისი საშობაო სოფელში - საახალწლო კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე 23:00 საათზე დაიწყება

ახალ წლამდე ექვს საათზე ნაკლები რჩება. დედაქალაქი 2020-ს საკონცერტო პროგრამით შეხვდება. ღონისძიება რესპუბლიკის მოედანზე 23:00 საათზე დაიწყება. ქართველი მომღერლები უცხოურ ჰიტებს შეასრულებენ.​ საშობაო სოფელში განსაკუთრებული განწყობაა.

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განმარტებით, თბილისი 2020 წელს განსაკუთრებული პროგრამით შეხვდება.

მანამდე კი, რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ საახალწლო სოფელში, მთელი დღის განმავლობაში სხვადახვა აქტივობა, შოუ, კონცერტი და გასართობი ღონისძიება იმართება.

"ზუსტად 23:00 საათზე გელოდებით, იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვუყუროთ ძალიან ლამაზ და მასშტაბურ შოუს, რომელიც გაიმართება რესპუბლიკის მოედანზე. პრაქტიკულად პროექტის ერთი-ერთში რეკონსტრუქცია ხდება. პატარები გააცოცხლებენ მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავებს. ახალი წლის პირველ დღეს გვექნება არაჩვეულებრივი კონცერტი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსი იდგება სცენაზე. მაქსი-"საქსს", ეს არის ჯუფი, რომელიც სპეციალურად თბილისში ჩამოვიდა საახალწლო ღონისძიებებისთვის," - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ.

სადღესასწაულო პროგრამა 13 იანვრამდე გაგრძელდება.

 

დღის ამბები