30 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
პოლიტიკურად ცხელი 2019 - არასამთავრობო სექტორმა განვლილი წელი შეაჯამა

არასამთავრობო სექტორმა განვლილი 2019 წელი შეაჯამა. მესამე სექტორის შეფასებით, წელი პოლიტიკურად საკმაოდ მწვავე იყო.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ნონა ქურდოვანიძე აქცენტს შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებზე აკეთებს:

"აქცენტი გვქონდა გადატანილი შეკრებების და გამოხატვის თავისუფლების მონიტორინგის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ეს უფლებები იყო ერთ-ერთი ყველაზე მწვავედ დღის წესრიგში. შევაფასეთ, როგორც აქციის დაშლის ასევე საბოლოოდ როგორ მოხდა ამ ტიპის საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება," - განაცხადა საიას იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ.

ქვეყანაში კრიზისული პოლიტიკური მდგომარეობის მთავარ გამოწვევად საარჩევნო სისტემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მიიჩნევს უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე:

"მთავარი გამოწვევა იყო მძიმე კრიზისული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, მათ შორის ეს გამოიხატა პრობლემებით საარჩევნო სისტემაში და პროპორციულ სისტემაზე უარის თქმით, რამაც საბოლო ჯამში პოლიტიკური პროცესები გადაიტანა ქუჩაში," - განაცხადა გურამ იმნაძემ.

IDFI-ის მნიშვნელოვნად მიღწევად მიიჩნევს, სასამართლოს ღიაობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებას, არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი:

"დაკმაყოფილდა IDFI-ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც გაუმჯობესდა სასამართლოს ღიაობა, კერძოდ სასამართლო გადაწყვეტილებების ღიაობის საკითხი,"- განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

დღის ამბები