30 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
პარლამენტის წინ დაკავებულთა, ზუკა ბერძენიშვილის, ბექა კოკაიას, ზურაბ მჟავანაძის და გიორგი მუმლაძის  სასამართლო პროცესი 6 იანვრისთვის გადაიდო

ზუკა ბერძენიშვილის, ბექა კოკაიას, ზური მჟავანაძის და გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი 6 იანვრისთვის გადაიტანეს, ნოდარ რუხაძის, გიორგი შოთაძისა და რომეო ფარულავას სასამართლო პროცესი კი 8 იანვრამდე გადაიდო.

6 იანვარს განიხილავს საქალაქო სასამართლო ბექა ბასილაიასა და ზურა ნადირაძის საქმეებს. სხდომის გადადების მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. როგორც ბასილაიას ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ დააკმაყოფილა სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა, ვინაიდან მისი თქმით, მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ ესწრებოდა.

სამოქალაქო აქტივისტები პოლიციამ რუსთაველის გამზირზე  წუხელ გვიან ღამით დააკავა. ისინი მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, კარვების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, აქტივისტების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღის ამბები