30 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება წარმოადგინა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება წარმოადგინა. სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6,4 % შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი 11 თვის საშუალო რეალური ზრდა 5,3 %-ით განისაზღვრა. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ზრდა შეინიშნებოდა მრეწველობის, ტრანსპორტის, მშენებლობის, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის სფეროში, ხოლო კლება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, ხელოვნების დასვენების და გართობის სფეროებში დაფიქსირდა.

"ეკონომიკური ზრდის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია შემდეგმა დარგებმა, ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. ზრდის მიუხედავად კლების ტენდენცია შეინიშნებოდა უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში. ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში," - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

დღის ამბები