30 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და მოჭიდავეებთან ერთად მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად მიიღო. შეხვედრის ამსახველ ფოტოს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ავრცელებს.

ფოტოზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან ერთად ჩანან საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე.

შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 49 დღის განმავლობაში ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდა და ის 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, მის გათავისუფლებაში გარკვეული როლი ქართველი და ოსი მოჭიდავეების კავშირებმაც ითამაშა.

დღის ამბები