აზერბაიჯანი ევროკავშირში გაწევრიანებას არ აპირებს - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანს ევროპაში არავინ ელოდება და ქვეყანა კანდიდატთა სიაშიც არ არის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი გაერთიანებაში გაწევრიანების საკითხს ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე საუბრის დროს შეეხო. ახალ შეთანხმებაზე ბაქოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.