30 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ავარია თურქეთში - საქართველოს 25 მოქალაქე საქართველოში უკვე გამოამგზავრეს

თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გუშინ ავარიაში მოყვა.

მგზავრების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს, არიან მძიმედ დაშავებულებიც.

მგზავრები ყვებიან, რომ ავარიის დროს უმეტესობას ეძინა. საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში უკვე გამოამგზავრეს.

ავტობუსი სატვირთო ტრაილერს ილგაზის რაიონში შეეჯახა.

დღის ამბები