30 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ზუგდიდში დაკავებულ მამაკაცს, რომელიც ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ეჭვმიტანილი, ბრალი წარუდგინეს

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. "კურიერის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაკურ სორდიას ადვოკატი არ ჰყავს. სავარაუდოდ, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ, 31 დეკემბერს იმსჯელებს.

ბაკურ სორდიას მეუღლემ ეკა ქარდავამ სიცოცხლე, სავარაუდოდ თვითმკვლელობით 28 დეკემბერს დაასრულა. არსებული ინფორმაციით, მან თავი მეზობლის სახლში მოიკლა.

ოჯახი მომხდარში სიძეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცხედარს სხეულზე სასტიკი ცემის კვალი აღენიშნება. პოლიციამ ბაკურ სორდია მომხდარიდან მეორე დღეს აიყვანა. 

დღის ამბები