30 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმმა ქარძმანი-პერევის გადასასვლელი ჩაკეტა

საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთ პუნქტი ჩაკეტა. საღამოს რვა საათიდან გადაადგილება აიკრძალა ქარძმანი-პერევის გადასასვლელზე. საუბარია ერთადერთ მონაკვეთზე, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, გადმოვიდეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად, საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს. შეზღუდვები 3 იანვარს, დილის 6 საათზე მოიხსნება.  

ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც გადასასვლელით თითქმის ყოველდღიურად სარგებლობს, ამბობენ, რომ მათ პრობლემები შეექმნებათ, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ახალი წელი ახლოვდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ვერ შეძლებენ პროდუქტების შეტანას.  

დღის ამბები