30 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალთან ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია

საოკუპაციო რეჟიმმა ქარძმანისა და პერევის დამაკავშირებელი ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილების აკრძალვით, საახალწლოდ მოსახლეობა სრულ ბლოკადაში მოაქცია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგორის გადასასვლელის ჩაკეტვიდან თითქმის 4 თვის შემდეგ ეს გადაწყვეტილება რეგიონში ჰუმანიტარულ და სოციალურ მდგომარეობას გაართულებს.

ოკუპანტების მხრიდან სადღესასწაულო დღეებში შექმნილ ჰუმანიტარულ დისკომფორტს ისიც ემატება, რომ ადგილობრივები საკუთარი ნათესავების ნახვას და დღესასწაულის მათთან ერთად გატარებას ვერ შეძლებენ.

ოკუპირებულ ცხინვალთან ერთადერთი დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვის გამო მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების აღმოფხვრას ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლება. იმერეთის გუბერნატორმა საოკუპაციო რეჟიმს გადაწყვეტილების შეცვლისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ქარძმანში გადასასვლელის ჩაკეტვით საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ რეალურ სახეს აჩენს - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი ოკუპანტების გადაწყვეტილებას. ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ახალგორის ბლოკადის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის ჩაკეტვა დანაშაულის ტოლფასია.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება რეგიონთან დამაკავშირებელ ერთადერთ გადასასვლელს სავარაუდოდ 3 იანვარს გახსნის. მარიონეტული რეჟიმი გადაწყვეტილებას საახალწლოდ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომებით ხსნის. საჩხერის რაიონის სოფელ სინაგურის კონტროლირებად ნაწილთან დამაკავშირებელი გადასასვლელის ჩაკეტვის პარალელურად, უკვე 117 დღეა, დაკეტილია ახალგორში შესასვლელი გზაც.

დღის ამბები