30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ზუგდიდის ბიუჯეტი საკრებულომ ოპოზიციის ხმაურის ფონზე დაამტკიცა

ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოში. სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ფრაქციების "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დარბაზიდან 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე გავიდნენ.

ოპოზიციის პროტესტი ბიუჯეტით შრომით ანაზღაურებაზე გათვლილ თანხებს უკავშირდება. ეჭვობენ, რომ თანხები არამიზნობრივად და მმართველი პარტიის სასარგებლოდ დაიხარჯება.

როგორც სხდომაზე "ევროპული საქართველოს" ფრაქციის თავჯდომარემ ბართლომე შელიამ თქვა, ის მთელი წლის განმალობაში ცდილობდა, ეთანამშრომლა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია. მისივე განცხადებით, პროტესტი პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას, მოგვიანებით კი, "ქართული ოცნების" მიერ ენმ-ის ოფისის დარბევის დაგეგვმასა და დარბევას უკავშირდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრი პაატა ადამია კი ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში თანხის თითქმის 50% შრომით ანაზღაურებაზეა გათვლილი, რაც ბადებს ეჭვს, რომ მმართველი პარტია ხელფასს ააიპ-ებში დასაქმებულ მათ აქტივისტებს ურიცხავს.

საპასუხოდ მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნეს, რომ ხელფსებზე 40% გაიხარჯება, თუმცა უმეტესად ააიპ-ების თანამშობლებს მიემართება, მათ შორის, ბაღის პედაგოგებისა და მეეზოვეების სახელფასო ფონდს.

საბოლოოდ, ბიუჯეტი, რომლის მოცულობა 41 მილიონი ლარია, საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცა.

დღის ამბები