ბელარუსში პირველი საცეკვაო მეჯლისი გაიმართა. უჩვეულო ისაა, რომ მასში მონაწილეობა ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო.
ალექსანდრ ლუკაშენკომ ვალსი იცეკვა. მისი მეწყვილე სილამაზის კონკურსის ფინალისტი და ტელეწამყვანი, 31 წლის პოლინა შუბა იყო.
საღამოზე, ასევე, იცეკვეს სამთავრობო უწყებების სხვა მაღალჩინოსნებმაც.