30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
სასამართლოს მთლიანად აკონტროლებს კლანი, რომლის შემადგენლობაში არის დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძე

 

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელი, რომელიც მან მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ შეიტანა.

მოსარჩელე ანა დოლიძე ითხოვდა, რომ დიმიტრი გვრიტიშვილს მასთან დაკავშირებით გაკეთებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადების მასობრივი ინფორმაციის საშუალებით უარყოფა მოეხდინა. მოსამართლემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ სასამართლოს კლანი აკონტროლებს, რომლის შემადგენლობაშიც დიმიტრი გვრიტიშვილს მაღალი თანამდებობა უკავია.

ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს, რადგან, მისი თქმით, კლანური მმართველობის გამო სამართლიანობის მისაღწევად უზენაეს სასამართლოსთვის მიმართვა არ ღირს.

"სასამართლოს მთლიანად აკონტროლებს კლანი, რომლის შემადგენლობაში არის დიმიტრი გვრიტიშვილი და მას უკავია ძალიან სერიოზული მაღალი თანამდებობა. გასაგები იყო, რომ სასამართლო ვერ გაბედავდა დიმიტრი გვრიტიშვილის გაკრიტიკებას.

ეს საქმე გაიწელა 1 წელზე მეტ ხანს სწორედ იმიტომ, რომ კლანის ინტერესებში და დიმიტრი გვრიტიშვილის ინტერესებში იყო, რომ უზენაეს სასამართლოში ამ საქმეს უკვე დახვდეს კლანის მოსამართლეები, რომლებიც გააკონტროლებენ ყველა პალატას.

მომიწევს მეტი აწონ-დაწონვა იქიდან გამომდინარე, რომ უზენაეს სასამართლოსაც აკონტროლებს დღეს კლანი - ღირს თუ არა იქ წასვლა სამართლიანობის მისაღწევად, თუ ჯობს, პირდაპირ მივმართო სტრასბურგის სასამართლოს," - აცხადებს ანა დოლიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები