30 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
2020-ში უნდა შევცვალოთ რეჟიმი, რომელიც ქვეყნის ძარცვის ხარჯზე საკუთარი ბედნიერების მოწყობითაა დაკავებული" - შალვა ნათელაშვილი 

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი მოქალაქეებს ახალ 2020 წელს პოლიტიკურ ცხოვრებაში გააქტიურებისკენ მოუწოდებს. შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მოსახლეობის გაერთიანება ერთის წინააღმდეგ და კონკრეტული მიზნისთვის, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში აღარ დარჩეს.

"ისტორიული ჟამის წინაშე ვიმყოფებით. ჩვენ 2020-ში უნდა შევცვალოთ რეჟიმი, რომელიც ხალხის ჩაგვრის და ქვეყნის ძარცვის ხარჯზე, საკუთარი ბედნიერების მოწყობითაა დაკავებული. როდესაც სტატისტიკაა ცნობილი, რომ ყოველ დღე, ერთი ადამიანი მინიმუმ თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, ამ ფონზეც კი, რეჟიმის ბედნიერი მეთაური გამოდის და გვიყვება ქართული სუფრის და პოლიფონიური სიმღერის განუმეორებლობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ იუს ჭურშიც აღარ ზის და ჭურის დაბლაა ჩასული,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

                                                                          

 

 

 

 

დღის ამბები